Yet another Amazon Kindle 3 Review

ქინდლ 3-ის გამოსვლამ  ელექტრონული წიგნების ბაზარზე სიტუაცია შეცვალა. ის ბევრად იაფია ვიდრე ფუნქციებით დახუნძლული სენსორულ ეკრანიანი  Sony Reader ანდა სულაც ფერადეკრანიანი პლანშეტური კომპიუტერი Barnes and Noble Nook. საქართვეოშიც ბევრი ფიქრობს, იყიდოს თუ არა. ჩემი აზრით საქმე ძალზე მარტივადაა: თუ წიგნების კითხვა გვიყვარს და ბოლო პრემიიდან ცოტა ფული შემოგვრჩა, ცალსახად ვყიდულობთ (პოსტი ეხება ბოლო თაობის ქინდლს – Kindle 3)

რა არის ქინდლი

ქინდლი არის ელექტრონული წიგნი, უფრო სწორად “ელექტრონული წიგნების წამკითხავი” (ebook reader). მას აქვს ელექტრონული მელნის ტიპის შავ-თეთრი ეკრანი, რომელიც თვალებს საერთოდ არ ღლის და ე.წ. “გამოსხივება” არ აქვს. ასევე 3 გბ შიდა მეხსიერება, და იმის საშუალება, რომ ნებისმიერ კომპიუტერს მივუერთებთ USB კაბელით და წავიკითხოთ, როგორც ჩვეულებრივი “ფლეშკა”.

რა არ არის ქინდლი

  • ქინდლი არ არის iPad-ის შემცვლელი
  • ქინდლი არ არის პლანშეტური კომპიუტერი (განსხვავებით Barnes & Noble Nook ბოლო მოდელისაგან)
  • ქინდლს არ აქვს სენსორული  ეკრანი : (
  • ქინდლი არ არის მპ3 პლეიერი (თუმცა აქვს დინამიკები და შეუძლია მპ3-ს დაკვრა)

ქინდლი თითქმის არაფერი არ არის ელექტრონული წიგნის გარდა. მართალია მას ბრაუზერიც მოყვება და შესაბამისად  e-mail-იც შეგვიძლია შევამოწმოთ, მაგრამ შავ-თეთრ ეკრანზე ამის კეთება დიდად სასიამოვნო არ არის.

ძლიერი მხარე

  • ფასი! ($139 ტრანსპორტირების გარეშე)
  • ბოლო თაობის ელექტრონული მელნის ტიპის ეკრანი
  • ბატარეა  საკმარისია საშუალოდ 3 კვირის განმავლობაში სამუშაოდ. (ვასერმანივით თუ ვკითხულობთ – 2 კვირა) . ელექტრონული მელნის ეკრანს ენერგია სჭირდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოსახულება იცვლება – ე.ი. წიგნს ვფურცლავთ. როდესაც გვერდი უკვე გამოყვანილია, ენერგიის ხარჯვა = 0 განსხვავებით LCD ეკრანებისაგან.
  • წიგნების და ჟურნალების ყიდვა ამაზონის უზარმაზარ მაღაზიაში (სადაც მაგ ჟურნალების Time-ისა და Newsweek-ის გამოწერა შეიძლება თვეში $2.99-ად, ყოველდღიური გაზეთები კი თვეში $22-28 ღირს)
  • უპრობლემოდ კითხულობს ქართულ უნიკოდს
  • ფასი!

სუსტი მხარე

  • კლავიატურა სრულიად ზედმეტია
  • ქინდლი ადვილად მსხვრევადია. აუცილებელია გარეკანის ყიდვა, მაგალითად ასეთის.
  • ფორმატების სიმცირე, რისი წაკითხვაც ქინდლს შეუძლია (azw, mobi, txt, pdf)
  • მოუხერხებელია პდფ-ის წასაკითხად, არ აქვს PDF Reflow  ფუნქცია
  • არ აქვს ფოლდერები და ტეგები, ვერ მართავ დიდი ზომის ელექტრონულ ბიბლიოთეკას (Collections ნაწილობრივ ასრულებს ამ ფუნქციას)
  • Whispernet (უფასო ინტერნეტი) არ ვრცელდება საქართველოზე (ეს მხოლოდ 3G მოდელისთვის არის რელევანტური)

საერთო ჯამში, ქინდლი ფუნქციების სიმრავლით ვერ დაიკვეხნის და მაგალითად Sony Reader-თან ბრძოლას აგებს, თუმცა პრინციპული ნაკლი არც ერთი არ აქვს და ფასი კი გადამწყვეტი ფაქტორია 🙂

სად ვშოულობთ წიგნებს?

მე-3 თაობის ქინდლს თავისუფლად შეუძლია უნიკოდის აღქმა, ამიტომაც პრობლემას არ წარმაოდგენს ქართული (ან თუნდაც რუსული) ტექსტის ჩატვირთვა. სამწუხაროდ  ქინდლს მხოლოდ .azw, .txt, .pdf, .mobi ფორამტების  წაკითხვა შეუძლია, არა და ჩვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომ რუსულენოვან ინტერნეტსივრცეში ძირითადად fb2  ფორმატია გავრცელებული, ინგლისურენოვანში კი –  .epub.  ამ პრობლემას მთლიანად ხსნის პროგრამა Calibre და წიგნების შოვნის საშუალებაც უამრავია:

  • ვიღებთ ნებისმიერ წიგნს lib.ge-დან, ვაკოპირებთ txt ფაილში და ვტვირთავთ ქინდლში (შეიძლება დაჭირდეს კოდირების გასწორება convert.ge-თ)
  • ვრეგისტრირდებით Flibusta-ზე, ვტვირთავთ უამრავ წიგნს პირდაპირ .mobi-ში და ვყრით ქინდლში
  • გუტენბერგიდან ვტვირთავთ უამრავ წიგნს პირდაპირ .mobi-ში (იმ წიგებს.  რომლებიც ეკუთვნის ე.წ. Public Domain-ს (გავრცელების შეუზღუდავი უფლება))
  • ვიწერთ “Библиотека Траума”-ს ან  Либрусек-ის უზარმაზარ არქივს RuTracker-დან, ვაკონვერტირებთ fb2-ს Calibre-თი
  • ვეძებთ და ვიწერთ უამრავ სხვა და სხვა არქივს უცხოური ტორენტებიდან და ვაკონვერტირებთ  Calibre-თი

იმ საიტებზე, სადაც პირდაპირ .mobi წიგნები ყრია (მაგ. გუტენბერგზე), შესვლა და გადმოწერა პირდაპირ ქინდლის ვებ-ბრაუზერითაც შეიძლება, კომპიუტერის მიხმარების გარეშე.

Calibre

ეს არის პროგრამა ღია კოდით, რომელიც ვინდოუსზეც მუშაობს, მაკზეც და ლინუქსზეც. შეუძლია ყველა არსებული ფორმატის წიგნების ერთი მეორეში კონვერტირება და შემდეგ პირდაპირ ქინდლში ატვირთვა. კიდევ უკეთესი ის არის, რომ ამ პროგრამით შესაძლებელია ელექტრონული ბიბლიოთეკის მართვა, ტეგების მინიჭება და ა.შ. თუ წიგნების მთელ არქივს ამ პროგრამაში გადავიტანთ, აღარ მოგვიწევს “ხელით” ფოლდერებში ძრომიალი და ძებნა.

პროგრამის მთავარი ნაკლი – უყვარს ოპერატიული მეხსიერების ჭამა, განსაკუთრებით როცა ბევრ წიგნს ერთდროულად ვაკონვერტირებთ.

ამაზონს თვითონაც აქვს წიგნების კონვერტირების უფასო სერვისი. ამისთვის მხოლდო საჭიროა წიგნის მეილით გაგზავნა username@kindle.com მისამართზე. დაკონვერტირებული წიგნი მიებმება ამაზონის ექაუნთს და ჩაიტვირთება ქინდლში, როდესაც გამოვიყენებთ WiFi ან 3G ქსელს.

რეგისტრაცია

ქინდლის შეძენის შემდეგ საჭიროა მისის რეგისტრირება ამაზონზე. მარტივად რომ ვთქვათ ხდება მოწყობილობის მიბმა ამაზონის იუზერნეიმზე, ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება:

  • საათის გასწორება 🙂
  • კოლექციების გამოყენება
  • წიგნების, პროგრამების შეძენა ამაზონის ელექტრონულ მაღაზიაში
  • ამაზონის წიგნების ავტომატური კონვერტერის გამოყენება

ქინდლი თითქმის 2 თვეა რაც მაქვს და ჯერ არ დამიგისტრირებია. WiFI-სთან ვერ მოვხვდი :). არანაირ პრობლემას ეს არ ქმნის.

Games

ქინდლში ჩატვირთულია კლასიკური თამაშები Minesweeper და  Five-in-a-row. მოწყობილობაზე ჯავა პროგრამები ეშვება, რაღაც დამატებითი პროგრამების ყიდვა ამაზონზე უკვე შეიძლება (მაგ. სუდოკუ, პაკმანი, მარტივი კროსვორდები). თამაშები საშუალოდ 3 დოლარი ღირს, მაგრამ რევიუებით თუ ვიმსჯელებთ, საინტერესო დიდი არაფერია.

JPG –მარტივად შეიძლება სურათების დათვალიერება:  ვქმნით ./pictures/some-folder-name ფოლდერს  და ვყრიტ შიგნით jpg-ებს.  სურათების ნაკრები, როგორც  “some-folder-name” გამოჩნდება ძირითად ეკრანზე წიგნების გვერდით. ქინდლის ეკრანის გაფართოება 800*600-ზეა და საუკეთესო შედეგისთვის, სურათებიც ამ ზომის უნდა იყოს (დიდი ზომის სურათების გამოყვანაზე საშინლად ჭედავს). სხვათა შორის ამ გზით არის შესაძლებელი ქინდლზე კომიკსების და მანგას თვალიერება.

PDF – ეკრანის სიმცირის გამო ქინდლ 3 არ არის მოსახერხებელი პდფ წიგნების წასაკითხად.  თუკი ეკრანის ორიენტაციას პორტრეტულზე შევცვლით წიგნები უკეთესად წაიკთება, თუმცა ეს პრობლემას სრულად არ ხსნის. ქინდლის საწყის სისტემას არ შეუძლია  ე.წ. PDF Reflow-ს გაკეთება. გამოსავალი სისტემის დაჯეილბრეკება  (ე.წ. “გატეხა”) და ალტერნატიული წამკითხავი პროგრამის დაყენებაა.

MP3 – მუსიკა სპეციალურ /music ფოლდერში უნდა ჩავაგდოთ და შემდეგ [alt + spacebar] -ით დავუკრათ. დეფოლტად ჩაგდებული მუსიკა მთავარ ეკრანზე არ ჩნდება თუმცა, ეგეც გამოსწორებადია, თუ ჩავაგდებთ /audible  ფოლდერში. ქინდლს ჩაშენებული დინამიკებიც აქვს და ყურსასმენების სტანდარტული პორტიც. აუდიოწიგნების მოსმენა უპრობლემოდ შეიძლება.

სხვა ბმულები:

Advertisements

, , , , , , , , , ,

  1. #1 by Lord Vader on January 17, 2011 - 00:33

    თუ კითხვა გიყვართ ან არ გიყვართ, მაგრამ გიხდებათ – ერთმნიშვნელოვნად უნდა იყიდოთ. 🙂

    ნიუქს პლანშეტს ვერ დავარქმევდი. ნიუქი ისევ და ისევ რიდერია, მხოლოდ ფერადი LCD ეკრანით. პლანშეტისთვის ძალიან სუსტი მონაცემები აქვს და სრულიად გამოუსადეგარია… და E-Ink უარის თქმის შემდეგ,რიდერადაც აღარ ვარგა… და B&N კი საერთოდ გაკოტრდა.

    ისე რამდენიმე თვეში ფერადეკრანიანი E-Ink რიდერებიც გამოვა.

    • #2 by Shalva on January 17, 2011 - 01:17

      ნუ ანდროიდია მაინც ზედ და მე უფრო პლანშეტებისკენ ვთვლი. LCD-რიდერების არ მჯერა 🙂

      მართალი ხარ ისე, არც რიდერი გამოდის მაგისგან ნორმალური და არც პლანშეტი

      • #3 by Lord Vader on January 17, 2011 - 01:28

        მე ველოდებოდი მეორე ნიუქს. მაინტერესებდა რა გამოვიდოდა. მერე რომ გამოჩნდა ინსაიდერული ინფორმაცია რომ E-Ink Pearl ეკრანი არ ექნებოდა, მივხვდი, რომ უაზრო იყო ლოდინი და შევუკვეთე ქინდლი.

        ალბათ B&N გათვლა ისაა, რომ ბევრი იყენებს რიდერად აიფადს და რახან E-Ink რიდერების ბაზარზე ამაზონმა ყველა გაათახსირა, ახლა იქ გადაწყვიტეს ჩაკვეხება… ვნახოთ, რა გამოუვათ.
        რეალურად დღეს მთავარი კონკურენტი ქინდლის სწორედ აიფადია. სხვებთან ქინდლს ძალიან დიდი უპირატესობა აქვს გაყიდვებში, მაგრამ იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც კითხულობს აიფედით სულ უფრო იზრდება და სხვაობა ქინდლით და აიფედით მკითხველებს შორის რამდენჯერმე შემცირდა…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: