Unveiling your GMAT Genius: Part 2 – Online Resources

I ნაწილი

მეორე ნაწილი შეეხება უფასო ინტერნეტ რესურსებს. მიზანი: ყოველგვარი ხარჯის გარეშე  ხარისხიანი და სასარგებლო ინფორმაციის  და მოსამზადებელი მასალის მოპოვება.

If it’s on the Internet, then it’s gotta be true.

ნაწილი II – ინტერნეტ რესურსები

1. www.MBA.com

აქ საქმე საკმაოდ მარტივად არის, გამოცდაზე გასასვლელად სწორედ აქ უნდა დავრეგისტრიდეთ. ამასთან შეგვიძლია უნდა გადმოვიწეროთ GMATPREP – გამოცდასთან ყველაზე მეტად მიახლოებული ტესტ–სიმულატორი. როგორ და როდის გამოვიყენოთ ეს პროგრამა – ცალკე თემაში შევეხებით

2. www.GmatClub.com

ყველაფერი რაც კი ვიცი GMAT–ის შესახებ 90%–ით ამ საიტის (უფრო სწორად კი ამ საიტის ფორუმის) დამსახურებაა. სწორედ მას ვუმადლი ტესტზე ნაჩვენებ კარგ შედეგსაც. თუ სათანადო დროს დავუთმობთ GmatClub–ს სხვა დამატებითი წიგნებისა თუ რესურსების გარეშეც შეიძლება სერიოზულად მოვემზადოთ გამოცდისათვის! მომზადებაზე დახარჯული 3 თვიდან პირველი თვე თითქმის მთლიანად ამ ფორუმზე გავატარე და მეტი  არაფერი მიკეთებია 🙂

მაშ, რა შეიძლება ვნახოთ აქ:

  • Share your GMAT Experience –  770,780–იანი test-taker–ები, რომლებიც თავის გამოცდილებაზე და მომზადების პროცესზე ყვებიან. Must Read! უსერიოზულესი მოტივატორი
  • GMAT Book Reviews
  • GMAT CAT Reviews
  • Admission Consultants – მოკლე (უფასო!) რჩევა კონსულტანტისგან, რომელ სკოლაში სჯობს ჩავაბაროთ, რამდენად მიგვიღებენ  ჰარვარდში და ა.შ.
  • GMAT Math Book – მასალების კრებული მათემატიკის ყველაზე პრობლემური თემების შესახებ
  • GMATCLUB Tests – 1200 კითხვაზე მეტი, უსერიოზულესი მათემატიკური ნაწილით! სულ 80 დოლარად ან სულაც უფასოდ – თუ 200 პსოტს მოვაგროვებთ ფორუმზე და უკვე 90 დღეა რაც დავრეგისტრირდით

ფორუმზე უამრავი კითხვაა განხილული. იუზერებს შორის არიან გენიოსებიც და აშკარა დებილებიც. შესაბამისად, ზოგჯერ  კითხვის ირგვლივ დისკუსია არასწორი მიმართულებით მიდის ხოლმე. მაინც, ასეთ დისკუსიაში მონაწილეობა მომზადების საკმაოდ კარგი მეთოდია.

საიტს კონკურენტიც ყავს – http://www.beatthegmat.com/ – დიზაინით ეს უკანასკნელი ბევრად უკეთესია, ინფოს მოძიებაც უფრო ადვილია, თუმცა მე მაინც კლუბს ვანიჭებ უპირატესობას. იქაურ ფორუმზე ბევრად, ბევრად მეტი საჭირო და საინტერესო  ინფორმაციაა (Beat The Gmat–ის ფორუმი ოდნავ “ჩამკვდარია”, თუმცა ბოლო პერიოდში ბევრი რამ გამოასწორეს)

3. www.ManhattanGmat.com

IMHO Manhattan GMAT საუკეთესო პრეპ კომპანიაა (ასე რომ არ იყოს, კაპლანი ალბათ არ იყიდიდა 🙂 ). თუ წინა ნაწილის რჩევას მიჰყვები და სერიიდან 1 წიგნს მაინც იყიდი, ამ მისამართზე უფასო CAT ტესტები დაგხვდება.

იმ შემთხვევაში კი, თუკი CAT-ზე წვდომა არ გვაქვს, შეგვიძლია ფორუმით ვისარგებლოთ (ფორუმზე შესვლას სჭირდება უფასო რეგისტრაცია). ფორუმის სტრუქტურა მარტივია – სტუდენტები სვამენ კითხვას, პროფესიონალი ინსტრუქტორები პასუხობენ/ხსნიან ამოცანას/განუმარტავენ შეცდომას.  თითოეული ამოცანა უმაღლეს დონეზეა განმარტებული. უბრალოდ უნდა დავჯდეთ და ფორუმის ძველი ტოპიკები გადავიკითხოთ.

მე პირადად SC განყოფილების დაახლოებით ნახევარი მთლიანად წავიკითხე და ვისწავლე უფრო მეტი ვიდრე ერთად აღებული ყველა  წიგნიდან 🙂

4. www.Knewton.com

კომპანია კაპლანიდან წასულმა ინსტრუქტორმა დააარსა. ფასიან სასწავლო კურსზე არ შევჩერდება, ის $690  ღირს, რაც კაპლანთან შედარებით მართლა იაფია, თუმცა ამგვარი კურსების ეფექტურობაშ მაინც ეჭვი მეპარება (ამ კომპანიას კარგი ის აქვს, რომ დიაგნოსტიკურ ტესტთან შედარებით მინიმუმ 50 ქულიან გაუმჯობესებას გპირდება შედეგებში. თუ არა და ფულს უკან გიბრუნებს).

მაშ რაში გვჭირდება კნიუტონი? საქმე მარტივადაა, ვრეგისტრირდებით – Try Free – და მცირე ტუტორიალის გავლის შემდეგ ერთი CAT უფასო გავაკეთოდ. ტესტი სკამოდ კარგი ხარისხისაა. ბევრი კითხვა ე.წ.  “ოფიციალური წიგნებიდან” აღებულის გადამღერებაა. ეს უფრო ტესტის ღირსებაა ვიდრე ნაკლი. სირთულის მიხედვით ეს ტესტი სადღაც 700–მდე მიდის და ჩერდება.

აქვე ვიტყვი, რომ კარგი CAT იშვიათი და ძვირი სიამოვნებაა (ამასთან მომზადებისათვის აუცილებელი), ამიტომ 1 ცალის უფასოდ მისაღებად საიტზე დარეგისტრირება მართლა ღირს. ზუსტად იგივე უნდა გავაკეთოთ სხვა Prep Company–ების საიტებზეც).

(აბრევიატურების ჩამონათვალი არის აქ)

5. სხვა რამოდენიმე სასარგებლო რესურსი:

(to be continued…)

Advertisements

, , , ,

  1. #1 by paata01paata on სექტემბერი 12, 2011 - 13:59

    sagol kaia gmatclub-s shevutie ukve :))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: