Unveiling your GMAT Genius: 30 deadly tricks from Shalva – Part 1

[სათაურის იდეისათვის მადლობა ჯიჯელავას 🙂 ]

ხალხის დაინტერესების გამო გთავაზობთ მცირე Guide, რომლითაც დამწყებს შეეძლება წარმოდგენა მაინც შეიქმნას GMAT-ის რაობაზე. მე თვითონ მგონია, რომ მომზადება მასწავლებლის გარეშეც შეიძლება. იმედია, პირველ ეტაპზე მცირე დახმარებას ეს ტექსტიც გაგიწევთ.

მთავარი დევიზი:

GMAT is very learnable

პირველი ნაწილი შეეხება ყველაზე აქტიუალურ თემას – რა წიგნები ვიყიდოთ/გადმოვწეროთ/დავაქსეროქსოთ.

ნაწილი I – წიგნები

1. General Strategy Books

გამოცდის საფუძვლების ათივსება ზუსტად ასეთი წიგნით უნდა დავიწოთ. თავიდანვე უნდა გავეცნოთ GMAT-ის თავისებურებებს,  კთხვების ტიპებს, გამოცდის ფორმატს, საინტერესო ნიუანსებსა და წვრილმანებს (ე.წ. Tips & Tricks-ებს). საერთოდ Tips-ებზე დიდი ხნით გაჩერება არ ღირს, მაგრამ 1 ამგვარი წიგნის გავლა აუცილებელია.

თავიდანვე უნდა ვიცოდეთ, რომ GMAT Math ნაკელბად ჰგავს იმ მათემატიკას, რაც სკოლაში ვისწავლეთ და  GMAT Verbal-ის  კი საერთოდაც არ ნიშნავს ინგლისური ენის გრამატიკის ცოდნას.

მოკლედ, საფუძვლების ასათვისებლად საუკეთესო ვარიანტია Kaplan GMAT Premiere – რაც $23.39 ღირს ამაზონზე. წიგნს მოყვება დისკი კაპლანის ცნობილი ტესტებით, რომლებიც რეალურად ისეთი საშინელი ნამდვილად არ არის, როგორც ხალხს ჰგონია (სხვა და სხვა ფორუმებზე ხალხი საფუძვლიან ეჭვს გამოთქვამს, რომ კაპლანი თანდათან ამ ტესტებს აიოლებს).

Kaplan GMAT Premiere

Kaplan GMAT Premiere

2009-ში კაპლანმა Kaplan Live Online გამოუშვა $42-ად, ამ წიგნისაგან ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ დისკის მაგივრად ონლაიან წვდომის უფლება მოჰყვებოდა. 2010–ში ისევ ძველ ფორმატს დაუბრუნდნენ: წიგნი + დისკი.

რით არის კარგი კაპლანი? დიდ ყურადღება არ არის გამახვილებული Tricks–ებზე და მართლაც ვსაწვლობთ საფუძვლებს.  ტექსტურ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, თუნდაც მარტო დისკის გამო ღირს ამ წიგნის ყიდვა. ეს კარგად დახარჯული ფულია.

ამავე კატეგორიის  წიგნია Princeton Review: Cracking  the GMAT, მაგრამ ჩემი გამოცდილებით Princeton Review–ს გაცილებით დაბალი დონის წიგნები აქვს, ვიდრე Kaplan-ს. ეს ყველაფერში შეინიშნება, ქაღალდის ხარისხით დაწყებული, უამრავი ბეჭდვითი შეცდომით დამთავრებული.

Cracking the GMAT

ყოველ შემთხვევაში, ამ ორი წიგნიდან ერთი უნდა ავირჩიოთ. პრინცეტონთან პირადად შეხება არ მქონია, თუმცა ზოგადად Kaplan GMAT Premiere-ს უფრო აქებენ ხოლმე.

2. Official Guides

ბევრი მიიჩნევს, რომ ამ წიგნების გარეშე მომზადებას უბრალოდ აზრი არა აქვს და სავარაუდოდ, ეს მართლაც ასეა.  ცხადია მხოლოდ მათი წაკითხვა არ იძლევა გარანტიას, რომ გამოცდას წარმატებით ჩავაბარებთ, თუმცა მათ გარეშე ჩაფლავება თითქმის  გარდაუვალია.

Official Guide for GMAT Review 12th ed , Official Guide for Verbal Review, Official Guide for Quantitative Review ჯამში 1,400 ოფიციალურ კითხვას გვაძლევს. ეს კითხვები ძველი გამოცდებიდანაა აღებული და შესაბამისად  ყველაზე ზუსტა აპროქსიმაციას იმ ტესტებთან, რისი გაკეთებაც გამოცდის დღეს მოგვიწევს.

სულ ამ 3 წიგნის ყიდვა $49 ჯდება.


OG12

OG: Quant, 2nd edition

OG: Verbal, 2nd edition

OG-სთან მუშაობისას ვითვალისწინებთ შემდეგ ნიუანსებს:

  • კარგად გვახსოვდეს, რომ არა სახელმძღვანელოებთან, არამედ უბრალოდ კითხვების კრებულთან გვაქვს საქმე. ამიტომაც პარალელურად სხვა წიგნებიც უნდა ვიკითხოთ – წიგნები, რითაც უშუალოდ მასალას ვსწავლობთ
  • აქ ხარისხობრივად საუკეთესო კითხვებია. არ შეიძლება ამ წიგნების მიფუჩეჩება. ყველა კითხვაზე უნდა ვიცოდეთ რატომ არის სწორი პასუხი სწორი, და არასწორი – არასწორი
  • კითხვები სირთულის ზრდის მიხედვითაა დალაგებული. ძირითადი ნაწილი 600-650 დონისაა, მხოოდ თითოეული სექციის ბოლო 20-30 ცალი არის 700-ის დონის (და არა 700+). ამ წიგნების ბოლოსთვის მოტოვება არ ღირს, თანდათანობით უდნა ვაკეთოთ
  • მეორეს მხრივ პირდაპირ OG-ით დაწყვება ძალიან ცუდი იდეაა. ჯერ რომელიმე ზოგადი, საწყისი წიგნი უნდა გვქონდეს გავლილი

უშუალოდ OG-ს ბოლო გამოცემაა მე-12. შედარებით იაფია ძველი გამოცემები, მაგ. Official Guide GMAT Review 10 (OG10). მე-10-ზე ადრინდელი გამოცემის ყიდვას აზრი არა აქვს – კითხვები მოძველებული და თითქმის გამოუსადეგარია. მე-11 და მე-12 გამოცემებს შორის დიდი სხვაობა არაა – ნებისმიერი გამოდგება. ხშირად მე-12 გამოცემასთან ერთად მე-10-საც ყიდულობენ – ამ ორ წიგნში კითხვები თითქმის არ მეორდება, შესაბამისად უფრო მეტ “ოფიციალურ” კითხვაზე შეიძლება მეცადინეობა. მაგრამ მე-10 გამოცეამასთან მაინც სიფრთხილეა საჭირო  – იქაური კითხვები ძალიან ადვილია.

თუ როგორ უნდა ვიმუშავოთ OG წიგნებთან – დიდი თემაა და ამაზე ცალკე თავის გაკეთებაც კი შეიძლება.

3. MGMAT Guides

ეს 8-ნაწილიანი სერია საუკეთესო შენაძენია მათთვის, ვისაც სურს გამოცდის ყველა მიმართულების “დამუღამება”.  თუმცა საშუალო სტატისტიკური  ქართველი “აბიტურიენტი”  მათემატიკას იმ დონეზე ფლობს, რომ სერიიდან მხოლოდ 2–3 წიგნი შეიძლება დაჭირდეს.

MGMAT set of 8

მოკლე რეზიუმე ასეთია:

  • Sentence Correction Guide Must Have!!! გრამატიკის ნიუანსებს რომ თავი დავანებოთ, იდიომების სია დეტალურად არის გასავლელი.
  • Number Properties Guide –  Number Properties წარმოადგენს გამოცდის მათემატიკური ნაწილის 60%-ს და მეტს. ეს ყველაფერი სკოლაში ნასწავლი გვაქვს და ალბათ კარგადაც გვახსოვს, მაგრამ გამოცდისთვის ეს საკმარისი ალბათ არ იქნება.  ამ წიგნში წარმოდგენილი ყველა shortcut თუ  tip ზეპირად უნდა ვიცოდეთ. სწორედ ამაზე დგას მთელი GMAT Math.
  • Word Translations Guide – ერთი შეხედვით თითქოს არაფერი, მაგრამ მეტად საჭირო წიგნი. სწორედ აქ არის  ახსნილი კომბინატორიკის და ალბათობის თეორიის პრინციპები.  მეორეს მხრივ, ამ 2 მიმართულებაზე ბევრი დროის დაკარგვა შეიძლება არც ღირდეს, როგორც წესი გამოცდაზე კომბინატორიკიდან 1-2 ამოცანა თუ მოდის ხოლმე.
  • Critical Reasoning Guide – მეტ-ნაკლებად საჭირო წიგნია. CR-ისთვის ან ეს უნდა ავიღოთ, ან Powerscore-ის ანალოგიური სახელმძღვანელო.
  • Equations, Inequalities & VICs Guide, Fractions, Decimals & Percents, Geometry Guide – მათემატიკის ნორმალური საბაზისო ცოდნის პირობებში ეს წიგნები ზედმეტია. თუ თავის დროზე ‘თოფურიას’ ვეჭიდებოდით, მით უმეტეს ზედმეტია
  • Reading Comprehension Guide – წიგნი იდიოტიზმი. ძირითადად გვასწავლიან, თუ როგორ შევადგინოთ წაკითხული ტექსტის მოკლე სქემა, მოკლე შინაარსი, რაც, იმხო, დროის უაზრო ფლანგვაა და ვერანაირად ვერ მოგვამზადებს გამოცდისათვის.

ჩემის აზრით SC Guide-თან ერთად  Number Properties აუცილებელი წიგნია, მიუხედავად იმისა, რომ ერთის შეხედვით ძალზე მარტივ მასალას შეიცავს. სხვა ყველაფრის გარეშე თავისუფლად შეიძლება ფონს გასვლა.

თუ 0-დან ვიწყებთ – 8-ვე საჭიროა.

საუკეტესოდ მომზადებულმა test-taker-მაც კი ერთი წიგნი სერიიდან აუცილებლად უნდა იყიდოს. წიგნს თან მოჰყვება Online Key  რომლითაც 6 CAT  ტესტი შეგვიძლია გავაკეთოთ მანჰეტენის საიტზე.  Manhattan GMAT-ის ტესტები კი საუკეთესოა ოფიციალური GMATPrep-ის შემდეგ.

როგორც ვთქვით, ამ წიგნებს ალტერნატივაც შეიძლება მოვუძებნოთ, მაგ Powerscore Sc და Powerscore Cr. ჩემი აზრით ეს წიგნები მოძველებულია, ცოტა ძვირია და მაინც MGMAT-ს ვარჩევ.

MGMAT-ის სრიოზული ნაკლი ის არის, რომ საკუთარი სავარჯიშოები არ გააჩნია და “მიბმულია” ოფიციალური წიგნის ამოცანებზე (თითოეულ თავს თან მოსდევს ამოცანათა ნომრები, რაც ოფიციალური წიგნიდან უდნა გავაკეთოთ).

დადებითი მხარე კი ის არის, რომ თითოეული წიგნი Basic და  Advanced ნაწილებად არის გაყოფილი და პირდაპირ შეგვიძლია საფუძვლები გამოვტოვოთ და რთულ მასალაზე გადავიდეთ.

4. Practice Books

  • Kaplan GMAT Advanced – ადრე ამ წიგნს Kaplan 800+ ერქვა , მაგრამ რეალურად ამ სირთულის ტესტები არ იყოს, შეცდომაში არავინ რომ არ შეეყვანათ, სახელიც შეუცვალეს.

Kaplan Advanced

რას უდნა ველოდოთ ამ წიგნისაგან? რთული ამოცანები ძალზე ცოტაა, ისიც ძირითადად ვერბალურ ნაწილში. თუმცა ყველა ტესტს თან სდევს  სწორი და არასწორი პასუხების დეტალური გარჩევა, საიდანაც ბევრი ახალი  შეიძლება ვისწავლოთ, ამიტომაც წიგნი ნამდვილად სასარგებლოა.

საუკეთესო ნაწილი – Answers & Explanations,  ყველაზე ცუდი ნაწილი – Quant-ამოცანები (ზედმეტად ადვილია)

  • Princeton Review 1,012 – ერთ-ერთი ყველა ზე ცუდი წიგნია რაც კი  შემხვედრია; ქარალდის ხარისხით დაწყებული, ბეჭდვის შეცდომებით დამთავრებული – საშინელებაა! თუმცა იაფია და 1012 ამოცანა მოყვება თან.  ასე რომ დაფიქრება შეიძლება.

წიგნის მცირერიცხოვან ღირსებათა რიცხვს ეკუთვნის ისიც, რომ მათემატიკის ნაწილი საკმაოდ ნორმალური აქვს.  კომბინატორიკას და ალბათობის თეორიას სხვაგან მცირე ყურადრება თუ აქვს მიქცეული. აქ კი ამ თემაზე საკმაოდ კარგი ამოცანებია შეკრებილი. თუმცა განმარტებები მოიკოჭლებს, და პასუხიც შეიძლება შეცდომით ეწეროს 🙂

Princeton 1,012

მოკლედ, $14  საკმაოდ მცირე ფასია 1,012 კითხვისთვის, თუნდაც იმ შემთხვევაში, როცა ეს კითხვები არ არის GMAT-Type.

5. Useless books

Barrons GMAT, McGrow Hill GMAT, Nova Prep GMAT Bibles, GMAT for Dummies – დროის ფუჭში კარგვაა. ამათგან თავი შორს დავიჭიროთ.

6. დასასრულ, რეკომენდირებული წიგნები ერთად:

მხოლოდ “ჩაინიკისთვის”:

აუცილებელი მინიმუმი ყველასთვის:

დამატებითი წიგნები მათემატიკის ყველაზე პრობლემური თემებისთვის:

დამატებითი წიგნები ვერბალური ნაწილისთვის:

ამოცანათა კრებულები:

  • Kaplan GMAT Advanced – $25
  • Princeton 1012 – $13.59 (მხოლოდ მას შემდეგ, რაც სხვა ყველაფერი უკვე წაკითხული 🙂 )

________________________________________________________________________

∑  =                                           $182.19

(to be continued . . .)


Advertisements

, , ,

  1. #1 by ნიკუშა_მარქსი on ივლისი 17, 2010 - 05:09

    გეიხარე:)
    ხო იცი მე როგორ გამომადგება:დ
    დავაშეარებ:)

    • #2 by Shalva on ივლისი 19, 2010 - 11:01

      მადლობა. თუ რამე შენიშვნა ან შეითხვა გაქვს, მომწერე

  2. #3 by mariana on მარტი 31, 2011 - 13:56

    qwe

  3. #4 by paata01paata on სექტემბერი 12, 2011 - 13:54

    sagol kaia..da barem isic gvitxari shen ramdeni aige qula?? 200 dolaris shemcireba sheidzleba bevri rame upasod ishoveba :))

    • #5 by Shalva on სექტემბერი 12, 2011 - 18:31

      770

      • #6 by paata on სექტემბერი 12, 2011 - 23:49

        sagol dzmao ar vici ra gitxra 😀 😀 barem isic mitxari..meotxe kursze var bakalavrze da momdevno wels waval MBA-ze magrad ro movindomo nu dekembris bolos meqneba GMAT..TOEFL ar minda IBSU-shi vswavlob…aplikaciebis migeba ra periodshia USA-shi mitxari ra.. 🙂

  1. Unveiling your GMAT genious: Part 2 – Online Resources « Shalva’s Blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: